საკანონმდებლო ცვლილებები არის საკონსტიტუციო სასამართლოზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გაბრაზების პირდაპირი შედეგი. ეს არის სასამართლოსთვის გაცემული პასუხი და რევანში, და ასევე, ამ ცვლილებებს აქვს პრევენციული მნიშვნელობა, რომ მომავალში, როდესაც იქნება პრობლემური სიტუაციები სადაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება მანდატი, რომ სწორ ჩარჩოებში დააბრუნოს პროცესი, მას ამის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს შეზღუდული მანდატიდან გამომდინარე. ეს იყო ძალიან ნაჩქარევი ფორმა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ გაუაზრებელი, პირიქით ეს არის ძალიან გააზრებული, მიზანმიმართული, ცუდი ნაბიჯი, რომელიც გადადგა პარლამენტმა, მაგრამ კიდევ რჩება რესურსი, რომ ეს პროცესები კიდევ დაბრუნდეს კონსტიტუციურ და სწორ კალაპოტში
ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს პრევენციული მნიშვნელობა აქვს
tbl.ge/1os8
დაკოპირდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე




