თეორემა

მართლმადიდებლები დიდი და წმინდა კრებისთვის ემზადებიან

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ფუნდამენტალისტების ტყვეობაშია. მამა გიორგი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ უპრეცედენტო კრებაზე გადაწყვეტილებების მიღებას ყველა ეკლესიის თანხმობა სჭირდება, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს სხვა 13 მართლმადიდებელი ეკლესია და 300 მილიონ მართლმადიდებელ მორწმუნეზე მეტი". პროტოპრესვიტერის წერილს, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა გამოეხმაურა და ბრალდებებს საპასუხო ბრალდებები შეახვედრა. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია თავის პოზიციაზე იდგება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკლესიის მომავალზე ურთიერთობათა დაძაბვას კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის და ხომ არ აძლევს ეს ხელს ყველაზე დიდ და გავლენიან აქტორს მართლმადიდებელ ეკლესიებში - მოსკოვის საპატრიარქოს.

კომენტარები