ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეიდან BBC-ის სამუშაო ჯგუფი გამოაძევეს

BBC

BBC-ის კორესპონდენტი რუპერტ უინგფილდ-ჰეისი და მისი სამუშაო ჯგუფი, ჩრდილოეთ კორეიდან გამოაძევეს.

ჟურნალისტი, პროდიუსერი და ოპერატორი ჩრდილოეთ კორეაში პარასკევს დააკავეს და 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ, სამივე მათგანი დღეს დილით აეროპორტში გადაიყვანეს და ბრიტანეთში გაუშვეს.

BBC-ის თანამშრომლები ფხენიანში კიმ ჩენ ინის მუშათა პარტიის კონგრესს ესწრებოდნენ. მათი დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობას არ მოეწონა უინგფილდ-ჰეისის რეპორტაჟებში ხაზგასმული ფხენიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

კომენტარები