საქართველოს უზენაესი სასამართლო

კოჟორიძე: პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ პრეზიდენტს უზენაესის კანდიდატი შესთავაზონ

არც ერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ქართული ოცნება არ არის შეზღუდული, პრეზიდენტს შესთავაზოს დასასახელებლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რომელიმე კონკრეტული კანდიდატი. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს რწმენა, რომ X კანდიდატი არის ისეთი ღირსეული, რომ იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, მას პირდაპირ, ღიად შეუძლია თქვას, რომ, აი, ვისურვებდი ამ კანდიდატის დასახელებას. თუ ღიად არ უნდა, კი ბატონო, ისეც შეუძლია წარადგინოს, მაგრამ ეს ყველაფერი მანამ, სანამ უკვე დასახელდებიან სხვა კანდიდატები. არ მინდა, ეს პროცესი დაემსგავსოს იმას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც საზოგადოებას რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აი, იქ მიდის გარიგებები - ერთი ჩემი, ერთი შენი - ასე კომპლექტდება სასამართლო სისტემა

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები