ტურიზმი

აპრილში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

2016 წელი ტურისტული ნაკადის ზრდით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აპრილში საქართველოს საზღვარი სულ 462 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. საქართველოში 24 საათზე მეტი კი 171 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

ქვეყნების მიხედვით კი მარტში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - 115 ათასი ვიზიტორი, ზრდა 12%
  2. აზერბაიჯანი - 105.6 ათასი ვიზიტორი, ზრდა 17%
  3. სომხეთი - 105.6 ათასი ვიზიტორი, ზრდა 8.7%
  4. რუსეთი - 74 ათასი ვიზიტორი, ზრდა 26.7%
  5. უკრაინა - 11 ათასი ვიზიტორი, ზრდა 25.9%

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მაღალი 380%-იანი ზრდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ფიქსირდება. 2016 წლის იანვარ - აპრილის მანძილზე საქართველოში სულ 20 ათასი ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა. ირანელი ვიზიტორების მატება თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. 

კომენტარები