ჩვენ გვყავს საკმაოდ გამოცდილი კადრები სპეცსამსახურებში, მათ შორის, კონტრდაზვერვაში. მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოების დიდი გამოცდილებაც აქვთ. კარგად ვიცი, რომ მათ ძალიან კარგი სამიზნეები ჰყავდათ შერჩეული და კარგად იცოდნენ, როგორ შემოდიოდა ეს ფული რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, მაგრამ არ ჰქონდათ ნება, ემუშავათ ამ სამიზნეებზე. ანუ ჩემი აზრით, მათ ხელები ჰქონდათ შეკრული, აქტიურად ეწარმოებინათ კონტრდაზვერვითი სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების ინტერესებში შედიოდა ეს ქსელი გაფართოებულიყო და ამიტომ არ მიდიოდა სწორად ბრძოლა ამ მიმართულებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა თანხები, რაც ამ პროპაგანდისტული მიზნისთვის იხარჯება. ამას სახელმწიფო წინ არ აღუდგა და ეს მთავარი ინდიკატორია იმის სათქმელად, რომ სპეციალურად მიდის სივრცის გახსნა პრორუსული ელემენტებისთვის, ხოლო პროდასავლურ ძალებს ავიწროებენ. ეს ჩანაწერები, კომპრომეტაციის ეს ფორმა პირდაპირ ფსბ-ს ხელწერაა რუსეთში და როგორც ჩანს აქაც. მეეჭვება გამოძიება ბოლომდე მივა და ამ ყველაფრის დამკვეთსა და სულისჩამდგმელს გამოააშკარავებს, მაგრამ მინდა რეალურად დავპირდე საზოგადოებას, რომ თავისუფალი დემოკრატები, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამას გავაკეთებთ.
tbl.ge/17w5
დაკოპირდა

რუსული პროპაგანდის ზრდაზე საუბრობს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ვერსიასთან მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ზახაროვას თქმით, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, რომ "პლანეტა კოლაფსისგან იხსნან"
- OpenAI-მ რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა
- რუსეთის მტკიცებით, ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება
- რუსეთის მტკიცებით, ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება
- დუგინი: ტრამპი სულ გაგიჟდა – სირცხვილია, ჩვენ ის გვიყვარდა




