პრემიერი აშშ-ში

პრემიერი: ჩვენი კერძები და ღვინო უბრალოდ არაამქვეყნიურია

გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია. სხვათა შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები