IRI-ის კვლევა

IRI: უმეტესობისთვის, კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატია. კვლევაში მონაწილეთა 20% ამბობს, რომ "დემოკრატია ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კეთილდღეობა". 9%-ის აზრით, "ნაწილობრივ, დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კეთილდღეობა". გამოკითხულთა 23%-სთვის "ნაწილობრივ, კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატია", ხოლო 38%-სთვის - "კეთილდღეობა ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატია". 10% ამბობს, რომ არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც პრიორიტეტს დემოკრატიას ანიჭებს. კერძოდ, 2015 წლის თებერვალში 22% ამბობდა, რომ "ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატია", ხოლო 16% - "ნაწილობრივ, უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატია". რაც შეეხება კეთილდღეობას, 2015 წელს, "ნამდვილად უფრო მნიშვნელოვნად" თვლიდა 15%, ხოლო გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვნად - 35%. პასუხს უარზე აცხადებდა 12%.

კომენტარები