ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, მივესალმები ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ის მეტისმეტი ოპტიმიზმი NATO-ში შესვლისა, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, არის გარკვეულწილად შეცდომაში შეყვანა ჩვენი მოსახლეობის იმიტომ, რომ ამის მზაობა თვითონ NATO-ს წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ. მე არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი მეტისმეტი ოპტიმიზმი და ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით, ზეგ MAP-ზე უკეთესს მივიღებთ, მერე იმაზე უკეთესს და რეალობაში იმაზე შორს ვრჩებით, ვიდრე ვიყავით. უფრო საფრთხის მატარებელია, როცა ვიძახით, რომ პარალელურად ევროკავშირისა, ვიზალიბერალიზაციისა, ჩვენ რუსეთთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, იქნებ როგორმე დავიბრუნოთ ტერიტორიები, მანამდე თუნდაც უვიზო მიმოსვლაზე გადავიდეთ.
tbl.ge/15mt
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




