ნატო-საქართველო

ჩავაშოღლუ: MAP-ის გარეშე NATO-ში გაწევრიანება ტექნიკურად შესაძლებელია

 ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ეს უკვე არაერთხელ გვითქვამს. 2 წლის წინ უელსის სამიტზეც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტი უნდა იყოს NATO-ს გაფართოების სამიტი. მონტენეგროს მოწვევის შემდგომ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო ელოდებიან ჩვენგან მოწვევას. ამ საკითხს აუცილებლად წარვადგენ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის საბჭოზე. რა თქმა უნდა თურქეთი ვერ იქნება გარანტორი, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს ალიანსის წევრობას, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და უნდა გახდეს NATO-ს წევრი. MAP-ის გარეშე ეს ტექნიკურად შესაძლებელია. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავაშოღლუ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

კომენტარები