კომპანია Microsoft-მა ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანიის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ როდესაც ისინი აშშ-ის მთავრობას, მოთხოვნის საფუძველზე, თავიანთი კლიენტების ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის ნებართვას მისცემენ, ამის შესახებ კლიენტისთვის შეტყობინების უფლება ჰქონდეთ.
Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, კლიენტის ელექტრონულ ანგარიშზე გაუფრთხილებლად წვდომა ამერიკის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის მოქალაქეებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ანგარიშს მთავრობა ამოწმებს.
Microsoft-ის ცნობით, ბოლო წელიწად-ნახევარის განმავლობაში, მათ მოქალაქეების პირად ანგარიშზე წვდომის შესახებ 5624 მოთხოვნა მიიღეს. მოთხოვნების თითქმის ნახევარს თან ერთვოდა სამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ვალდებული იყო, რომ კლიენტი ამასთან დაკავშირებით არ გაეფრთხილებინა.
Microsoft-ის წარმომადგენლის თქმით, ადამიანები ცდილობენ, დაიცვან თავიანთი უფლებები, როდესაც პირადი ინფორმაცია ფიზიკური დოკუმენტებიდან ელექტრონულ ანგარიშზე გადააქვთ, თუმცა, მათ ამ მცდელობას ხშირად აზრი ეკარგება.
ამერიკის იუსტიციის სამინისტროს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.