ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე დიდი ოდენობით სიგარეტი MARLBORO გაყიდეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.





