დავით უსუფაშვილის ინტერვიუ

უსუფაშვილი: დიახ, ივანიშვილს უნდოდა, ქართული ოცნების თავმჯდომარე გავმხდარიყავი

ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც, მაგალითად, "მერსედეს ბენცის" მენეჯერი რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, "ეფლის" დირექტორი გახდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები