პირადი კადრები

ნანუაშვილი: არაეფექტურმა გამოძიებამ ახალი დანაშაულის სტიმულირება მოახდინა

დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ვიდეოკადრების გავრცელების და საჯარო ჩვენების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმდინარე წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. ფაქტი არის ის, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს და არის თუ არა რაიმე ხელშესახები ფაქტი. ამიტომაც, სწორედ ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად შევახსენოთ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული და მისი გამოძიებისთვის უნდა იყოს მიმართული ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს საგამოძიებო ორგანოებში.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პირად კადრებზე.

კომენტარები