ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი - პარტიული რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება. ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ, როგორც პარტია, დამაჯერებელ გამარჯვებას. ამის თქმის საფუძველს, პირველ რიგში, გვაძლევს მოსახლეობის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პარტიული რესურსი. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ამის თამამად თქმის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, გარდა ამისა, გვქონდა რამდენიმე სატესტო არჩევნები - ბოლო არჩევნები გვქონდა გარდაბანში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმ დასკვნების გამოტანის საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ახალი სახეების შერჩევის კრიტერიუმებია მათი კვალიფიკაცია, უნარები, პოლიტიკური ქარიზმა, მათი წარსული და ა.შ. შეიძლება, იყვნენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა ტიპის ადამიანებით იქნება ფორმირებული ჩვენი გუნდი.
კობახიძე: გვაქვს ყველა რესურსი, დამოუკიდებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში
tbl.ge/d2f
დაკოპირდა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტია ქართულ ოცნებაზე.




