არჩევნების შემდეგ თანამშრომლობის ფორმებზე საუბარი დღეს ალბათ ნაადრევია. საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა ანუ ამაში განსაკუთრებული არაფერია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში გავალთ დამოუკიდებლად პარტიები, ხოლო შემდგომში შეიქმნება გარკვეული კოალიცია. 2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს არის სხვა რეალობა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა ქართული ოცნება არჩევნებზე, წინასაარჩევნო პროცესი მოგეხსენებათ, 2012 წელს იყო ძალიან მძიმე. დღეს სხვანაირი რეალობაა - დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ.
tbl.ge/eg1
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტია არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ივანიშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მას აქვს უნარი, სწორი რჩევა მოგვცეს
- აზარაშვილი: ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა
- ზარქუა ივანიშვილზე: ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? პრემიერობის კანდიდატს წარუდგენს პოლიტსაბჭოს
- კრამერი და კელი: ქართულ ოცნებას რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა გამოარჩევს
- კობახიძე: 1%-იანი რესპუბლიკური პარტია ივანიშვილმა 2012-ში მნიშვნელოვან ძალად აქცია




