პირადი კადრები

ბაქრაძე პირად კადრებზე: იგნორირება არის ყველაზე სწორი ხერხი

მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ყველაზე მკაფიო, რაც გამოავლინა ქართველმა საზოგადოებამ, ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია ინდიფერენტულობისა, იმიტომ, რომ იგნორირება მსგავსი ამაზრზენი დანაშაულებრივი ფაქტებისა არის ერთადერთი და ყველაზე სწორი ხერხი იმისთვის, რომ შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც განსაკუთრებით ინტერნეტსივრცის გლობალურობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, საზღვრები არ აქვს. ჩვენი სამართალდამცავები უკვე ერთ თვეზე მეტია, ძალიან ინტენსიური მუშაობით ცდილობენ მიაკვლიონ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტსივრცეს არ აქვს ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უფრო მარტივად შევძლებდით ამ საკითხის გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით მუშაობა გრძელდება, ძალიან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება და ვფიქრობ, რომ ქართველმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ამ დანაშაულის, ამ ამაზრზენი ფაქტების წინააღმდეგ სწორედ ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულებით მის მიმართ, რათა მათ, ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს ჩადის, შედეგს ვერ მიაღწიონ. აქტიურად მიდის მუშაობა საერთაშორისო დონეზე ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად ამ საკითხის დასადგენად, მომავალი შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით.

ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე.

კომენტარები