თეორემა

ხეტიტას უჩვეულო თავგადასავალი

მეხუთეა დღეა ციხისძირელი ტიტის მოგზაურობა გრძელდება - ხმელეთიდან ზღვაზე და ზღვიდან უკვე ხელოვნურ, ზღვაში გაყვანილ გზაზე მოხვედრილი ტიტა საბოლოოდ დენდროლოგიურ პარკში უნდა მოხვდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს. მისი ძმის თქმით, ამ ხეს სახელი გადაერქმევა და ტყის დედოფალი ეწოდება.

ამ დრომდე ხე მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ გზაზე გადაიტანეს, მის ხმელეთზე საბოლოოდ მოსახვედრად ზღვაზე აეროპორტის ასაფრენი ზოლისთვის განკუთვნილ ბეტონის ფილებს ალაგებენ.

ამ ხის მშვიდობიან მოგზაურობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არაა დაინტერესებული. სახელმწიფო უწყებები სასწრაფო წესით ამზადებენ დოკუმენტებს, რისი მიხედვითაც მას უფლება ეძლება შავ ზღვაში გზები გაიყვანოს, მასზე ბეტონის ფილები დაალაგოს და ზღვაში ხელოვნურად ტონობით მიწა ჩაყაროს.

კომენტარები