სექსუალური უმცირესობების უფლებები

მოსამართლეობის კანდიდატი: მამათმავლობა მორალურად გასაკიცხი და ამაზრზენია

მამათმავლებისა და ლესბოსელების დასჯას კი არ მოვითხოვ, ვამბობ, რომ თუ ეს ნებაყოფლობითია, პრობლემა არ არის სისხლისსამართლებრივად, ეს არის მხოლოდ მორალის საკითხი. მართალია, მორალურად გასაკიცხია, მაგრამ... თქვენ გინახავთ რომელიმე ოჯახი, როცა ცოლმა, ვთქვათ, გაიგო, რომ მისი ქმარი არის ასეთი სექსუალური ორიენტაციის? ან საქმროზე გაიგო საცოლემ და მიიღოს ეს ჩვეულებრივად, რომ რა პრობლემაა, თურმე, ჩემს საქმროს კაცებიც მოსწონს და კაცებიც ჰყავს შეყვარებული, ან ჰყოლია, და ამას მიიღებს ნორმალურად? თქვენ, დავუშვათ, საცოლე გყავდეთ და გაიგოთ, რომ ადრე შეყვარებული ჰყოლია გოგონა. მოსახლეობის უმრავლესობა მთელ მსოფლიოში თანხმდება, რომ ეს არის ამაზრზენი უმრავლესობისთვის, რომ როგორ, გოგონას გოგონა ჰყავდა შეყვარებული?! ანუ, ეს არის მორალური საკითხი და არავითარი კავშირი არ აქვს მოსამართლეობასთან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნანა თოდუა ლიბერალთან საუბარში.

კომენტარები