ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: ოპონენტებისკენ ხელის გაშვერა ავტორიტარული რეჟიმების კლასიკური ხერხია

ხელისუფლება არამარტო არაკომპეტენტური და ზარმაცია, არამედ მავნებელიც. დაგვაკარგინეს დრო - ვიზალიბერალიზაცია უნდა მიგვეღო 2 წლის წინ, სწრაფად რომ ემუშავათ და ის მომენტი გამოეყენებინათ, როდესაც ევროპაში მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები არ იყო გაზრდილი. შემდეგ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს, რომელმაც ევროკავშირში ბუნებრივად აღძრა წუხილები. მერე კლასიკური, ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნაბიჯები გადადგეს - იმ ხალხზე დაიწყეს თავდასხმა, ვინც რაღაც კრიტიკას გამოთქვამდა და ვისზეც არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება. დაიწყეს ხელის გაშვერა ოპონენტებისკენ... ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს მისი მთავრობა. ეს ასეა, მას ვერ შეცვლის ვერავინ ვერც საქმის გაკეთებაში, ვერც საქმის გაფუჭებაში. ეს არის თავის მოტყუება, ავტორიტარული რეჟიმების კლასიკური ხერხი, რომ ოპონენტებისკენ იშვერენ ხელს, თითქის ის პრობლემები, რომელიც თავად შექმნეს, სხვისი ბრალია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები