ფარული კადრები

ბოკერია: ეს იყო პოლიტიკური კატასტროფა და პასუხი ვაგეთ 2012 წელს

იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში მეც ვიყავი, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებისა. ეს არ ნიშნავს, რომ სერიოზულ პრობლემას არ ჰქონდა ადგილი, როგორც გაირკვა, ჰქონდა ძალიან სერიოზულ პრობლემას ჰქონდა ადგილი. 2003 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა სადაც საერთოდ არ არსებობდა სპეცსამსახურები ქვეყანაში, როდესაც ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის ხელში იყო ქვეყანა, აშენდა ეფექტური სპეცსამსახურები, რომლებიც ებრძოდნენ ამ ყველაფერს, რომლებიც ებრძოდნენ მტრული სახელმწიფოს მიერ ჩვენ ქვეყანაში მოქმედებებს, ანუ ლეგიტიმურ ამოცანებს, ამასთან ერთად გაირკვა, რომ არ არსებობდა ეფექტური კონტროლი იმისი, რომ ისინი არ გადასულიყვნენ ზღვარს, თუნდაც იმ პირებთან მიმართებაში, ვისაც ლეგიტიმურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ მათაც აქვთ პირადი ცხოვრება ან მითუმეტეს იმ ხალხთან მიმართებაში, რომლებიც საერთოდაც არ იყვნენ ლეგიტიმური სამიზნეები. ეს იყო პოლიტიკური კატასტროფა და ჩვენმა გუნდმა 2012 წელს ამისთვის პასუხი აგო, როდესაც ხალხმა გადაგვირჩია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები