ფარული კადრები

გვარამია: მე პირადად ივანიშვილი მაშანტაჟებდა სხვების მეშვეობით

მე პირადად ბიძინა ივანიშვილი მაშანტაჟებდა სხვების მეშვეობით, მაგრამ პირადად მე - ნიკა გვარამია ვისმენდი შანტაჟს ჩემთან, ვაჭრობას ჩემი პირადი ცხოვრებით და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით. ეს იყო შემონათვალი მთავრობისგან. რა თქმა უნდა, მე არადროს არ დავიჯერებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუვიდა უცებ აზრად, რომ ეს გაეკეთებინა. მთავრობაში არაფერი არც მაშინ, არც დღეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ამიტომ რანაირად შეიძლება, მე ამას არ ვვარაუდობდე. თავისთავად ცხადია, ეს ასეა. ამ ყველაფრის მიზანი არის, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორება. ვინ ჩაწერა ეს კადრები ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ ერთი, ვინც ეს კადრები ჩაწერა სად არის ეს ხალხი, რატომ არ არის დასჯილი, რანაირად სეიძლება ეს ხალხი დასჯილი არ იყოს. ამას რაღაც სტრუქტურები ხომ წერდნენ. ასეთ დავალებას თუ გაძლევენ, არ უნდა შეასრულო, იმიტომ, რომ სრულიად უკანონო დავალებაა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილები, უმდაბლესი ტექქნიკური შემსრულებლის ჩათვლით. სად არის ეს ხალხი ერთი; მეორე, გასაგებია, რომ ეს მასალები არავის არ გაუნადგურებია, იმიტომ, რომ უთვალავი დისკის განადგურება შეიძლება, მაგრამ ამ დისკიდან ინფორმაციის შენახვა და დაარქივება ასევე შესაძლებელია. ბავშვები არ ვართ, ყველამ ვიცით, რაზე ვლაპარაკობ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაწერა, ეს მასალები გამოყენებულ იქნა ამ ხელისუფლების მიერ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია , რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ფარული კადრების შესახებ

კომენტარები