რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიაში სამხედრო ძალების ნაწილს ტოვებს

express.co.uk

რუსეთი, სირიიდან შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის გამოყვანის მიუხედავად, ქვეყანაში საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა ისაუბრა. "გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს მივაღწიეთ. თუმცა, ტერორიზმის დამარცხებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. რუსეთის საჰაერო ჯგუფი ტერორისტების ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს", - თქვა მან. რუსეთი სირიაში 800 ჯარისკაცს დატოვებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის თქმით კი, სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანის მიუხედავად, რუსეთი ამ ქვეყანაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ებს ტოვებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება გუშინ გასცა. შეიარაღებული ძალების ნაწილმა დღეს ქვეყანა უკვე დატოვა.

კომენტარები