ჩვენ შეგვიძლია ვიყუროთ წარსულში და ვილაპარაკოთ, რა იყო იქ. ჩვენზე უფრო მეტად, პირადად ჩემზე უფრო მეტად შეიძლება არავის არ განუცდია ის, რა შეცდომებიც გვქონდა და ასე ვთქვათ, რა ნეგატიური ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ეს ცალკე პრობლემაა და ეს ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ წინ ნაბიჯი და უნდა წავიდეთ წინ, ამიტომ იყო, რომ მთელი სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა ერთმნიშვნელოვნად შეცვლილიყო მოსმენების კანონი. რა მივიღეთ ამის შემდეგ? ჩვენ მივიღეთ არაფერი, ჩვენ მივიღეთ ჩვეულებრივი გაგრძელება და გასამმაგებული სისტემა და არა ის, რომ სახელმწიფო რაღაცას აკეთებს. სახელმწიფო დღეს აღარ გვაქვს, დღეს არ არსებობს სახელმწიფო, როდესაც დღეს ერთი ადამიანი მართავს მას, მასზე პირდაპირ არიან დაქვემდებარებულები. ჩვენ ვხედავთ ტერორს, ჩვენ ვნახეთ, ბუკა პეტრიაშვილს როგორ გაუსწორდნენ დღისით და მზისით. ეს არის გარემო, სადაც შესაძლებელი, დაშვებული და წახალისებულია პირდაპირი ანგარიშსწორება, სადაც ვიღაცა ვიღაცას დაატერორებს, მოხდება ფიზიკური ძალადობა, ღიად, დემონსტრაციულად და მერე მთელი უმრავლესობა აკეთებს კომენტარს, რომ სხვა მოტივები იყო და ღირსი იყო ან უღირსი იყო. ეს არის სამარცხვინო, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი.
tbl.ge/byr
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი პირადი კადრების გამოქვეყნებაზე ტაბულაში, გადაცემა თეორემაში
ამავე თემაზე
- შსს: ბესელიას პირადი კადრები სომხეთის ციხიდან პატიმარმა ატვირთა
- სააკაშვილი: შეიძლება, ვიღაც იღებდა პირად კადრებს, მე რავიცი, თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს
- ომბუდსმენი: სანამ არ გვიპასუხებენ, ვინ შექმნა კადრები, მანამ იქნება კითხვა პოლიტ. მოტივებზე
- ბახტაძე კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაულთან ბრძოლა განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ
- ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს




