NATO-საქართველო

ლევან ვასაძე: NATO-ში შესვლაზე უარი უნდა ვთქვათ

ბუნებრივია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შეუძლებელია რუსეთის ნების გარეშე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესაძლებელია დასავლეთის ნების გარეშე. საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად რუსეთის დანგრევის მოლოდინი არის ჩვენი ნაღების ზოგიერთი ჰიპნოტირებული წარმომადგენლის, მაპატიეთ, იდიოტიზმი. თუ ღმერთმა ნუ ქნას, დასავლეთმა რუსეთი დაანგრია, ეს ნიშნავს მსოფლიო ომს, რომელიც ჩვენ მხოლოდ კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოგვიტანს. რუსეთის ნება საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად არასოდეს იქნება, თუ ჩვენ NATO-ში მივისწრაფვით. ჩემთვის ეს არის, სამწუხაროდ, პირველი აქსიომა. მე მინდა ვიყო რეალისტი. ასევე, NATO ვერასოდეს მიგვიღებს თავის რიგებში, სანამ უარს არ გვათქმევინებს აფხაზეთსა და ოსეთზე. ასევე, ეს არის მეორე აქსიომა, რასაც არ უნდა გვატყუებდნენ დასავლეთიდან. ხოლო, ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, NATO იმ დღესვე სიამოვნებით დაგვითრევს და გადაგვაქცევს კიდევ ერთ ანტირუსულ ან ანტიისლამურ პოლიგონად. გვინდა ჩვენ ეს? ამიტომ, შესაძლებელია ამ რეალობიდან გამომდინარე, უარი უნდა ვთქვათ NATO-ში შესვლაზე.

კომენტარები