პირადი კადრები

პრეზიდენტი: სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო

პირველ რიგში, მინდა, მივმართო მათ, ვისაც ემუქრება შანტაჟით ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა და მსოფლმხედველობისა - მე ვდგავარ თქვენ გვერდით, მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები მათ მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია, საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალშიც და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავ-ბნელ სტიგმას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე.

კომენტარები