ფარული კადრები

ნაცვლიშვილი კადრებზე: ეს საზოგადოებრივად აქტიური პირების გაფრთხილებაა

ძალიან ნათელია ჩვენთვის, რომ ეს არ არის ერთი იზოლირებული შემთხვევა და ამ კონდიციამდე მივედით სწორედ იმიტომ, რომ ყველა განცხადება, რომელიც აქამდე იყო გაკეთებული საჯარო პირების მიერ, რომ მათ ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით, იყო იგნორირებული ხელისუფლების მხრიდან და არაადეკვატური განცხადებები კეთდებოდა. მაგალითად, განცხადებები, რომ ასეთ რამეს ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებდა, ეს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვინმეს ეშინოდეს იუსტიციის მინისტრის, ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ დღეს და ა.შ. ყველა წინა ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ გამოიწვია ზუსტად დღევანდელი მოქმედება და ყველა საჯარო პირის მიმართ, იქნებიან ესენი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ეს არის გაფრთხილება და გზავნილი და განეიტრალების მცდელობა ამ ადამიანების. საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას. თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ სახელმწიფო, ეს დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სისტემური დანაშაული, რომელიც ამ ხელისუფლებამ დატოვა პასუხგაუცემელი, არის ძალიან დიდწილად პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა. 

საიას თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე

კომენტარები