ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: ეს ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი შრომის შედეგია

დღევანდელი სხდომა უნდა დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი დადებითი სიახლით, რაც გუშინ შევიტყვეთ. ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიაციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში, ეს არის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი და ალბათ რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარს საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისთვის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის ამ პროცესში და საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი და ეს არის ასევე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი და ამისთვის ყველას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მინდა მოგილოცოთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღვანდელ სხდომაზე.

კომენტარები