გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: გაზპრომთან შეხვედრების შემდეგ ვყვებოდით იმას, რაზეც ვსაუბრობდით

განსხვავებულ განცხადებებს რაც შეეხება - გაზპრომის წარმომადგენლებთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ვაკეთებდით იმ განცხადებას, რაც შინაარსს ეხებოდა და რაზეც მიდიოდა საუბარი. ჩვენ დავიწყეთ ერთი თემით საუბარი, ყოველწლიური კონტრაქტის განახლებაზე. თქვენ იცით, რომ ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულებები. 2000 წელს არის გაფორმებული და ყოველ წელს ხდებოდა ამ ხელშეკრულებების თავიდან გაფორმება. ამ ფორმატში დავიწყეთ, თუმცა, იქ რა საკითხებმაც წამოიწია, ეს თქვენთვის, საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილი იყო. ამაზე ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები