ერაყში, ქალაქ ჰილაში ბენზინის ტანკერის აფეთქების შედეგად მინიმუმ 47 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 39 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ.
აფეთქება გამშვებ პუნქტთან მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში ათეულობით მანქანა იმყოფებოდა. ასაფეთქებელი ნივთიერება ბენზინის ტანკერზე იყო დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, რომ ერაყში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქვეყნის ნაწილი დაიკავა. "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული აქტების ძირითადი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.





