მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლოდროინდელ პოლემიკას საჯარო სივრცეში. გაკეთდა განცხადებები, მათ შორის მე გავაკეთე ორჯერ განცხადება, რომელიც იყო ძალიან საჭირო. ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია ქართული ოცნება მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.
tbl.ge/sv
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ივანიშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მას აქვს უნარი, სწორი რჩევა მოგვცეს
- აზარაშვილი: ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა
- ზარქუა ივანიშვილზე: ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? პრემიერობის კანდიდატს წარუდგენს პოლიტსაბჭოს
- კრამერი და კელი: ქართულ ოცნებას რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა გამოარჩევს
- კობახიძე: 1%-იანი რესპუბლიკური პარტია ივანიშვილმა 2012-ში მნიშვნელოვან ძალად აქცია




