თბილისის მეტროპოლიტენი

ნარმანია: მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის რესურსი არ გვაქვს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასებს ვერ გაუზრდიან. ნარმანია მემანქანეების ნაწილის გამაფრთხილებელ აქციას გამოეხმაურა.

"მერიას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. ხელფასები შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - ამბობს ნარმანია.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ხელფასების გადახედვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები დღეს თბილისის სატრანსპორტო სამსახურს და თბილისის მერიას განცხადებით მიმართავენ.

კომენტარები