სტრასბურგის სასამართლო

ენმ: სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატებად საეჭვო რეპუტაციის პირები აარჩიეს

[სტრასბურგის მოსამართლეთა კანდიდატების] სიასთან დაკავშირებით უკვე შექმნილია ფრიად არაჯანსაღი ვითარება, რადგან სიაში შეჰყავთ, როგორც ცნობილია, მთავრობასთან აფილირებული საეჭვო რეპუტაციის ადამიანები. სამაგიეროდ, არ არიან წარმოდგენილი აქ პროფესიონალები, რომლებმაც შექმნეს რეფორმა, ჩამოაყალიბეს სასამართლო სისტემა და საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ არიან აღიარებული, როგორც მაღალი რანგის პროფესიონალები.

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებზე. სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე დაასახელა. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

კომენტარები