კანონი უცხოელთა შესახებ

შვეიცარიაში მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ უცხოელებს ქვეყნიდან არ გააძევებენ

trans-alpes.fr

შვეიცარიელებმა, მემარჯვენე სახალხო პარტიის ინიციატივას, მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი უცხოელების ავტომატური დეპორტაციის შესახებ, მხარი არ დაუჭირეს. რეფერენდუმზე 1992 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 62%. მონაწილეთა 59%-მა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

BBC-ის ცნობით, შვეიცარიის მოსახლეობის 25%, თითქმის 2 მილიონი ადამიანი უცხოური პასპორტის მფლობელია, მათი დიდი ნაწილი შვეიცარიაში ათეული წლებია, ლეგალურად ცხოვრობს, თუმცა შვეიცარიული პასპორტი ჯერაც არ აუღიათ, რადგან ეს საკმაოდ ძვირი პროცედურაა.

შვეიცარიის მთავრობის ცნობით, სტატისტიკურად, ქვეყანაში მცხოვრები ყოველი 100 უცხოელიდან მხოლოდ ორს აქვს მინიჭებული შვეიცარიის მოქალაქეობა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს შვეიცარიაში მიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მძიმე დანაშაულის ჩამდენ უცხოელებს ავტომატურად აძევებენ.

კომენტარები