თეორემა

ხელისუფლება წამლების ბაზრის შეზღუდვას იწყებს

2013 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო წამლების ბაზარზე განსაკუთრებით გააქტიურდა - მინისტრმა სერგეენკომ წამლების ხარისხს კონტროლი დაუწუნა და მის გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. ამის შემდეგ, ცოტა ხანშივე, მედიაში ცნობები გავრცელდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ალექსანდრე მაშკევიჩი ქართულ ბაზარზე აპირებდა შემოსვლას - ივანიშვილმა ეს დაადასტურა და თქვა, რომ მაშკევიჩის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეცვლიდა წამლების ფასს საქართველოში. მაშკევიჩი ამავდროულად თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელიც გახდა.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ფონდი დღეს ახალ ფარმაცევტულ კომპანია ჰიუმანითი ჯორჯიას 30 მილიონს აძლევს რათა ბიზნესი გააფართოვოს. დავით საგანელიძემ ბიზნესკურიერში ღიად თქვა, რომ ამ კომპანიის უკან ალექსანდრ მაშკევიჩი დგას, რომელიც თურმე ქვეყანაში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ეს კომპანია ჩინეთიდან და ინდოეთიდან წმალების შემოტანით იქნება დაკავებული - აქ კი უკვე ხარისხთან დაკავშირებული კითხვები ჩნდება.

კომენტარები