არათუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა. მინიმუმ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. თუ სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, უნდა მოდიოდეს მთავრობიდან. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ. სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ვერ აღიქვა ეს ახალი რეალობა. ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ და ბევრი მათგანი აგრძელებს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ალბათ, შეიცვლება.
საქართველოს პრემიერმინისტრი
პრემიერი: ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს მეტი სიყვარული ექნებათ
tbl.ge/tw
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- რაჯ კუმარ პრაჯაპატი, აფსარ ხან და სხვები - ბოტების კონტრაქცია პრემიერის პოსტზე
- პრემიერი: მინდა, გავაწბილო ყველა, ვინც ჩემს გადადგომას ტირაჟირებს
- პრემიერი: უმრავლესობის მხრიდან ასეთი საჯარო წერილების მოწერა მიუღებელია
- პრემიერი გვარამიაზე: კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი
- კვირიკაშვილი: ივანიშვილის დემონიზაციის კამპანია მიდის




