ეკონომიკა

პრემიერი: ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ეკონომიკას

ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი, მოგება არ დაიბეგრება და ის ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს გარშემო და არამხოლოდ გარშემო არ არის მთლად ისეთი დინამიური განვითარება, ჩვენთვის ეს იქნება ის ცვლილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან დადებითად გავიტანოთ ეს რეფორმა იმისათვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრ ბიზნესმენებს ხვდება.

კომენტარები