ეროვნული ბანკი

აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ძალიან მაღალი პროფესიონალია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე კარგი პროფესიონალია. აბაშიშვილის თქმით, გვენეტაძეს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს.

"ბატონი კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, ის მუშაობდა წლების განმავლობაში და მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, საფინანსო სექტორში. ეკონომიკის მიმართულებით მას მუშაობის ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. 25 თებერვალს გასდის საბჭოს წევრობის ვადა გიორგი ქადაგიძეს და იმისთვის, რომ არ იყოს წყვეტა, საჭიროა გარკვეული დრო, მათ შორის პარლამენტისთვის, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - თქვა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა უკვე წარუდგინა. პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული სამი კანდიდატიდან დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

კომენტარები