კახეთისა და გურიის გუბერნატორები

ენმ კახეთისა და გურიის გუბერნატორების უფლებამოსილებების შეჩერებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და კახეთისა და გურიის გუბერნატორების უფლებამოსილებების შეჩერებას ითხოვს. 

"კახეთის გუბერნატორმა, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, საგმირო საქმეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21-ე საუკუნეში ბატონყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაწყოს ძიება, რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება.

რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, სწორედ ის უწევდა ორგანიზებას ფოთში წამების კადრების სკოლის მოსაწავლეებისთვის ჩვენებას. ამის შესახებ პრემიერს ინფორმაცია მივაწოდეთ, როცა მთავრობას ამტკიცებდნენ, რაზეც გვიპასუხა, რომ შეიწავლიდა ამ ფაქტს და თუ დადასტურდებოდა, შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა, გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორების არსებობის პირობებებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები