ტორნადომ ალაბამასა და მისისიპიში ათობით სახლი გაანადგურა

Foxnews

ალაბამასა და მისისიპიში ტორნადომ ათობით სახლი და, სულ მცირე, ერთი ეკლესია, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულება დააზიანა. ტორნადო ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმოშობილმა ძლიერმა შტორმმა გამოიწვია. მსხვერპლი არ არის.

ძლიერმა ტორნადომ დააზარალა ალაბამის საზღვართან არსებული აღმოსავლეთ მისისიპის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტური საცხოვრებელიც.

ძლიერმა ქარმა დააზარალა ტენესის შტატიც. კროკეტის ოლქში დაზიანდა სახლები და სკოლის შენობა. ოფიციალური პირები ზარალს ითვლიან. სკოლები დახურულია. სამართალდამცავთა ვარაუდით, ტორნადომ ჩაიარა, მაგრამ მემფისის ამინდის სამსახურის მეტეოროლოგები ამას ჯერ ვერ ადასტურებენ.

ყველაზე მეტად მისისიპის საზღვართან არსებული ქალაქ საპსის მოსახლეობა დაზარალდა. მისისიპის ხუთ ოლქში გახნილია თავშესაფარი.

შტატის საგანგებო სიტუაციების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოთხშაბათს დილით სავარაუდო შტორმისათვის მოემზადონ.

კომენტარები