აიოვაში რესპუბლიკელების დებატები დონალდ ტრამპის გარეშე ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც Fox News-მა არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, შეეცვალათ დებატების წამყვანი მეგან კელი, მილიარდერმა დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა და იქვე ახლოს, ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
ხუთშაბათ საღამოს Fox News-მა გაავრცელა ცნობა ტრამპის შემოთავაზების შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი დებატებს იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ ტელევიზია ხუთ მილიონ დოლარს გადაურიცხავდა მის ერთ-ერთ საქველმოქმედო კამპანიას. ტრამპმა კომპანიისგან უარი მიიღო და დებატები მის გარეშე ჩატარდა.
დონალდ ტრამპი