H1N1 ვირუსით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოვიდა. პაციენტს ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდა.
ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.





