მერიის თანამშრომლების გათავისუფლება

მერიიდან გათავისუფლებული 120 ადამიანი სასამართლოში ჩივილს აპირებს

მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. მედიატორში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ 120 ადამიანი სამსახურიდან უსაფუძვლოდ და პოლიტიკური მოტივით, ახალი წლის დადგომამდე გაათავისუფლეს. მათი თქმით, უმეტესობა სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობდა. 

მერიის პრესსამსახური ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ "ეს ადამიანები არავის არ გაუთავისუფლებია, უბრალოდ მათ ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა და აღარ გაუგრძელდათ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ". კითხვაზე, რა არის მიზეზი, პრესსამსახური პასუხობს, რომ "მიზეზი კონკრეტული არ არის, უბრალოდ, 31 დეკემბერს ამოეწურათ ხელშეკრულებების ვადა და აღარ გაუგრძელდათ".

კომენტარები