თბილისი

მთავრობის პრესსამსახური: თბილისში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება

gov.ge

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება, რომელიც ქალაქს ახალ ტურისტულ შესაძლებლობებსა და დასაქმების დამატებით პოტენციალს მისცემს. ახალი პროექტების შესახებ მთავრობის კანცელარიაში დავით ნარმანიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის გამართული შეხვედრის დროს იმსჯელეს. პრესსამსახური პროექტის ადგილმდებარეობის, დასახელების, ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

"საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული", - წერია მთავრობის პრესრელიზში.

შეხვედრაზე პრემიერმა დავით ნარმანიას პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნითაც მიმართა. 

 

კომენტარები