თბილისის მერია

ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის ქუჩისკენ მოძრაობა 90 დღით შეიზღუდა

თბილისის მერიის ცნობით, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდა. 

"19 იანვარს, 08:00 საათიდან, გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება.

დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 150 დღით განისაზღვრა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები