თურქეთი-საქართველო

საქართველოს ელჩი თურქეთში: თურქეთთან სავიზო რეჟიმზე ცნობები დეზინფორმაციაა

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს, არ ადასტურებს.

"თურქეთ-ევროკავშირს შორის ახლა იწყება დიალოგი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ მოვლენას უკავშირდება ის დეზინფორმაცია, რომ თითქოს ზაფხულიდან შემოღებულიყო სავიზო რეჟიმი და ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც იყო, მათ შორის. მოლაპარაკების პერიოდში თითქოსდა ცალკეულ ქვეყნებში უნდა იყოს შემოღებული სავიზო რეჟიმი, ამას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს", - ამბობს კოპლატაძე.

კომენტარები