დავიწყებ იქიდან, რომ გულწრფელად გეტყვით, ყაჩაღობის ნაწილში არის დანაშაულის მატება. რაც შეეხება დანაშაულის მთლიან სტატისტიკას, არის 4%-იანი კლება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ არაერთ პოლიციელს გაესაუბროთ თუ რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ ბედავდა, რომ ამ ტიპის დანაშაულები გაშუქებულიყო და თქვენ კარგად გახსოვთ, რამხელა აგრესია გამოიწვია ხელისუფლების, როდესაც იმედმა გაბედა და სანდრო გირგვლიანის წამების მოკვლით საკითხი გააშუქა თავის დროზე, რამხელა რეაქცა მოყვა ამას ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე ერთადერთ რამეს ვამბობ -ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ვითარება გამოსწორდეს, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და განცდა იმისა, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანაბარი.
tbl.ge/86e
დაკოპირდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რიგგარეშე სხდომაზე.
ამავე თემაზე
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
- "ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
- კერძო ბაღის აღმზრდელი 2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს
- მანქანა შეაჯახა 2 ქვეითს, შემდეგ დაზიანებები მიაყენა - ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს




