საპოლიციო გამოსახლება

ბანკების ასოციაცია იპოთეკური სესხების გაძვირებას ელოდება

bpn.ge

ბანკების ასოციაცია იპოთეკურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდება, ამის მიზეზი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაა. საქართევლოს პრეზიდენტმა კანპროექტს, რომელიც საპოლიციო გამოსახლებას აუქმებს ხელი დღეს მოაწერა. ბანკების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ანტიკონსტიტუციურია და ის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს. 

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შედეგად კერძო საკუთრების მფლობელებს იმისთვის, რომ მათ საკუთრებაში მცხოვრები პირების გამოსახლება მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდებათ. ბანკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კანონი კერძო საკუთრების უფლებას ზღუდავს, ამიტომაც მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ რისკების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო ურთიერთობებზე ან საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე. აქ არის საუბარი სამოქალაქო ურთიერთობაზე, მაგალითად, ქირავნობა, გირავნობა ასევე პრობლემა იქნება.", - ამბობს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 17%-ია. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების განაკვეთი კი 10.4%-ია. უცნობია თუ როგორ შეაფასებენ ბანკები საპოლიცოლ გამოსახლების რისკებს და როგორ მოახდენენ საპროცენტო განაკვეთების კორექტირებას. 

ბანკებს საპოლიციო გამოსახლების გაუქმების გამო ხარჯები გაეზრდებათ, რადგანაც ვადაგადაცილების, ან სესხის პირობათა დაღვევის შემთხვევაში ბანკებს უკვე მათ საკუთრებაში გადასული უძრავი ქონებიდან ყოფილი მესაკუთრეების გამოსახლება აღარ შეეძლებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ ნორმის გამო კი ბანკებს იურიდიული მომსახურების ხარჯები ეზრდებათ, ასევე აღნ იშნული პროცესი დროში გაწელილი ხდება, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობს.

კომენტარები