დავით ნარმანია

ნარმანია: გასტრონომთან "პივაც" დამილევია და თევზიც მიმიყოლებია

მერი თბილისელობის გამო კი არ უნდა ავირჩიოთ, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატს უნდა შეეძლოს არსებული მდგომარეობის გაანალიზება, ჰქონდეს სწორი პრიორიტეტები და ძალუძდეს პროექტებისა და პროგრამების მართვა.თუ ვინმეს „პივა“ გასტრონომთან არ დაულევია, ამით რამე იცვლება? თუმცა პასუხი ამ საკითხზე მეც მაქვს, გასტრონომთან „პივაც“ დამილევია და თევზიც მიმიყოლებია. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და დიდი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს, ვინ სად დაიბადა და გაიზარდა. მოაზროვნე საზოგადოებისთვის მთავარია, ახალ მერს პრობლემების დანახვისა და მოგვარების უნარი შესწევდეს, ჰქოდნეს რეპუტაცია და შეეძლოს ხალხთან საუბარი.

თქვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ

კომენტარები