თავდასხმა

პატრულის თანამშრომელს თავს დაესხნენ

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

პატრულის თანამშრომელს სადგურის მოედანთან თავს დაესხნენ. მას თავის არეში ჭრილობა ქვით მიაყენეს. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები